შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგარეჯოსა და ლაგოდეხიდან საკარანტინო ზონაში ორი მოქალაქე გადაიყვანეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 მარტი 2020

საგარეჯოს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებიდან, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონაში კიდევ ორი მოქალაქე გადაიყავნეს.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, მოქალაქეები გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ და შიდაიზოლაციის წესი დაარღვიეს.

,,მათ ჰქონდათ თვითიზოლაციის რეკომენდაცია და არცერთი არ დაემორჩილა. ისინი პოლიციის დახმარებით გადავიყვანეთ კარანტინში. ამის შემდეგ ვინც დაარღვევს იზოლაციის წესებს, ყველას გაფრთხილების გარეშე გადავიყვანთ კარანტინში”, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

კახეთში თვითიზოლაციაში 182 მოქალაქე იმყოფება, საკარანტინო ზონაში კი 33 ადამიანია მოთავსებული. თვითიზოლაციის რეჟიმი 11 მოქალაქეს მოეხსნა.

 

ავტორი: მაკა ხაზიური

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია