სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 მარტი 2020
საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა მთავარი → სიახლე, საზოგადოება 17.03.2020 კორონავირუსის ახალი შემთხვევის შესახებ დღეს, 17 მარტს, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. „ჩატარდა ტესტირება 15 პაციენტზე, მათგან 14-ზე მივიღეთ ნეგატიური პასუხი და ერთი პაციენტის ტესტი იყო დადებითი. იგი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი. ამ ეტაპზე, ჩვენთან დადასტურებული წევს 29 შემთხვევა. გუშინ ერთი გაეწერა, გუშინვე მოთავსდა ერთი და დღეს გაეწერა ერთი. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა დაიწერება, როგორც საშუალო სიმძიმის. დღეს ჩაუტარდება მას განმეორებითი კვლევები. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.ამ ეტაპზე, ინფექციური საავადმყოფოს სტაციონარში ჯამში 45 პაციენტია. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია