შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი – შეშფოთებული ვართ დარღვევებით, რაც საქართველოში არჩევნებისას ვიხილეთ

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 დეკემბერი 2018

შეშფოთებული ვართ მრავალრიცხოვანი დარღვევებით, რომელიც არჩევნებისას ვიხილეთ, თუმცა ახლა ყურადღებით ვაკვირდებით თუ როგორ იქნება იმპლემენტირებული ახალი კონსტიტუცია, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ მკაფიოდ უჭერს მხარს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას, რომელიც ადასტურებს საქართველოს ნატო-ში მომავალს.

“საქართველომ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა რეფორმების განხორციელებაში, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში. საქართველოს წვლილი საერთაშორისო რეფორმებში უზარმაზარია. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა შეუფერხებლად ჩაიარა. შეშფოთებულნი ვართ მრავალრიცხოვანი დარღვევებით, რომელიც არჩევნებისას ვიხილეთ, თუმცა ახლა ყურადღებით ვაკვირდებით თუ როგორ იქნება იმპლემენტირებული ახალი კონსტიტუცია და ვფიქრობ, მომავალი წლის დასაწყისი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ტესტი იქნება“, – აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია