სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘მეჩეთების ბედს სუს-ი წყვეტს, ძეგლთადაცვა ფორმალურად მუშაობს’ - მკვლევარი

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 მარტი 2020
‘მეჩეთების ბედს სუს-ი წყვეტს, ძეგლთადაცვა ფორმალურად მუშაობს’ - მკვლევარი მთავარი → სიახლე, საზოგადოება 17.03.2020 ახალციხესა და ასპინძაში მდებარე ორი ისტორიული მეჩეთის რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ სამი წლის წინ დაანონსა, თუმცა ამ დრომდე არ დაწყებულა. სალოცავები ისევ ცუდ მდგომარეობაშია. ინგრევა და ნადგურდება შენობის შიდა ინტერიერი, სააგენტოში კი დუმან. ახალციხეში სოფელ საყუნეთსა და ასპინძის სოფელ ოთაში მდებარე მეჩეთების რეაბილიტაციის შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში 2017 წელს განაცხადეს. მაშინ სააგენტოში განმარტავდნენ, რომ საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზადდებოდა.„ვიწყებთ იმ მეჩეთების რეაბილიტაციას, რომლებსაც ნაკლები პრობლემები აქვს, რათა სხვა დანარჩენივით სავალალო შედეგებამდე არ მივიდეს. მაგალითად როგორცაა ზიკილიაში, ამ მეჩეთის რეაბილიტაციას, გაცილებით მეტი თანხის მოძიება სჭირდება“, – განაცხადა იმ პერიოდში სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ. ამ განცხადებიდან ზუსტად სამი წელი გავიდა, თუმცა მეჩეთებში არანაირი სამუშაო განხორციელებულა. სალოცავები კვლავ მიტოვებულია და ხშირად მათ ადგილობრივები თივის ან სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების სათავსოებად იყენებენ. რატომ შეჩერდა ისლამური მემკვიდრეობის გადარჩენაზე დაწყებული საუბარი, ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ საგენტოში არ საუბრობენ. „სამხრეთის კარიბჭეს“ სააგენტოდან პასუხის მიღებას სამი კვირის განმავლობაში ცდილობდა. ნიკოლოზ ანთიძემ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გადაგვამისამართა. ამ სამსახურში კი „სამხრეთის კარიბჭეს“ ზარებსა და შეტყობინებებს აღარ პასუხობენ.იმას, რომ სამცხე-ჯაავხეთში არსებული 50-მდე ისლამური სალოცავი ცუდ მდგომარეობაშია, „სამხრეთის კარიბჭე“ გასულ წლებშიც წერდა. ისლამური მემკვიდრეობის მკვლევარი ნესტან ბლუაშვილი ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მეჩეთების ბედით დაინეტერსებული არ არის და ამ შემთხვევაში, იგი მხოლოდ სახელმწიფო უწყებების მითითებებს ასრულებს: „რამდენიმე წლის წინ დაანონსეს სამცხე-ჯავახეთში ორი მეჩეთის რესტავრაცია, მაგრამ დღემდე არაფერი გაუკეთებიათ. როგორც ვიცი, ამ მეჩეთების ბედს სუს-ი წყვეტს და ძეგლთადაცვას მხოლოდ ფორმალურად ეხება ეს საკითხი. ძალიან ტრაგიკული მდგომარეობაა, ეს უნიკალური ქართული ძეგლები ეწირება ფობიებსა და უცოდინარობას“.მისივე თქმით, ამ მეჩეთების აღდგენა-შენარჩუნება იმას არ ნიშნავს, რომ შიგ ლოცვა განახლდება: „ეს მეჩეთები, ძირითადად, სულ ქრისტიანებით დასახლებულ სოფლებშია და იქ მეჩეთის, როგორც სალოცავის საჭიროება არ არსებობს. მთავარია, ეს ძეგლები ფიზიკურად გადარჩეს და მუზეუმის ფუნქციითაც შეიძლება აღდგეს და მეტი სარგებელი მოუტანოს სოფელს. თურქეთში ამის დიდი პრაქტიკა არსებობს. კაბადოკიის თითქმის ყველა ეკლესიაში შესასვლელად ბილეთი უნდა იყიდო. აკძალულია ფოტოების გადაღება და შეგიძლია ალბომები იყიდო“, - განმარტავს ბლუაშვილი.ადიგენის სოფელ ჭელას მეჩეთის წინამძღვარი, ჯამბულ აბულაძე ამბობს, რომ რეგიონში თითქმის ყველა ისტორიული მეჩეთი სავალალო მდგომარეობაშია და ეს საკითხი მუსლიმურ თემში ერთ-ერთი მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს: „ასეთი სიტორიული მეჩეთების რაოდენობა რეგიონში ორმოცდაათზე მეტია, თუმცა რეაბილიტაციის, კონსერვაციის ან სხვა სახის სამუშაოები მათ შესანარჩუნებლად არ ჩატარებულა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ძეგლი გადაცემულია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსთვის, არაფერი კეთდება მათ დასაცავად და გადასარჩენად“.მესხეთში უფუნქციოდ დარჩენილი, ორმოცამდე მეჩეთია, მათგან 27-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.ახალციხეში, ძეგლის სტატუსი ზიკილიის, საყუნეთის, მუგარეთის, წყორძის, კლდის, ფერსისა და ახალციხის მეჩეთებს აქვთ. ყველა მათგანმა სტატუსი 2012 წლის 20 მარტს მიიღო.ოთას ჯამე.ფოტო: © ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობა[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია