შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დვირთან ტრაილერი გადაბრუნდა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 მარტი 2020
დვირთან ტრაილერი გადაბრუნდა მთავარი → სიახლე, შემთხვევა 17.03.2020 ბორჯომში, სოფელ დვირის გზაზე ტრაილერი გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევა დღეს, 17 მარტს მოხდა. ავარიის გამო, დროებით მანქანების მიმოსვლა ნაწილობრივ შეფერხდა.ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125 მუხლის მეათე ნაწილით დაიწყო. რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.დღეს კიდევ ერთი ტრაილერი ახალციხეში, სოფელ აწყურთან გადაბრუნდა.[მარიამ ბარძიმაძე, ბორჯომი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია