შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა არ გაძვირდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 მარტი 2020

თელავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება 15 ლარი შენარჩუნდა. 

დღეს დილით  თელავი-თბილისის მიმართულებით კერძო ტაქსებით გარკვეულმა ნაწილმა  მგზავრობის ღირებულება გაზარდა. როგორც მძღოლები აცხადებდნენ, გაძვირების მიზეზი თელავი-გომბრის გზაზე უამინდობის გამო არსებული შეზუდვები და მომსახურებაზე მაღალი მოთხოვნა გახდა. 

თუმცა ფასი მალევე დასტაბილურდა და ამ დროისთვის, როგორც knews-ს ტაქსის მძღოლებმა განუცხადეს, მგზავრობის ღირებულება კვლავ 15 ლარს შეადგენს.

,,დღეს დილით უამინდობის გამო, ზოგიერთი მძღოლი თბილისში წავიდა გურჯაანის გზით და არა გომბორიდან. შესაბამისად, ფასი იყო მაღალი. ამ დროისთვის, გომბორზე შეზღუდვები მოიხსნა და ჩვეულებრივ 15 ლარი ღირს მგზავრობა”, – განაცხადა knews-სთან ერთ-ერთმა მძღოლმა.

მძღოლები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ფასების გაზრდა არ იგეგმება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია