შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი წლისთავზე იმყოფებოდა, მასთან ერთად მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 მარტი 2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი ბოლო პაციენტი წლისთავზე იმყოფებოდა, ხოლო ის პირები, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ, თვითიზოლაციაში არიან.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ამ ადამიანებზე დაკვირვება მიმდინარეობს.

„ყველა პიროვნება, რომელიც იყო წლისთავზე, არის იდენტიფიცირებული, ისინი არიან თვითიზოლაციაში ამ ეტაპზე. ჩვენი მონიტორინგის სამსახურისა და ეპიდემიოლოგების მხრიდან მიმდინარეობს ამ ადამიანებზე დაკვირვება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია