შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

9 პროდუქტზე ფასები არ გაიზრდება- მთავრობის გადაწყვეტილება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 მარტი 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, 7-დან 9-მდე გაიზარდა იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებზეც ფასები არ შეიცვლება, თუმცა ჩიქოვანს დღეს გამართულ ბრიფინგზე არ უთქვამს, რომელია ის ორი პროდუქტი, რომელიც ჩამონათვალს დაემატა.

მისი თქმით, ფასების შეკავების მექანიზმზე პრაქტიკულად, არსებობს თანხმობა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის.

"ჩვენ ვსაუბრობთ არ შვიდ, არამედ ცხრა პროდუქტზე, რაც არის იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ მშვიდად, რადგან ამ თვალსაზრისით ფასების ზრდა არ იქნება", - განაცხადა გახარიას პრესსპიკერმა.

ირაკლი ჩიქოვანი ირწმუნება, რომ ქვეყანაში სურსათის მარაგი საკმარისზე მეტია.

შეგახსენებთ,გახარიას  თქმით, ეს პრო­დუქ­ტე­ბია: ბრინ­ჯი, მა­კა­რო­ნი, მზე­სუმ­ზი­რის ზეთი, შა­ქა­რი, ხორ­ბა­ლი, ფქვი­ლი, რძის ფხვნი­ლი და რძის ფხვნი­ლის­გან წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია