შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

400 - ლარიანი ვაუჩერი უმუშევრად დარჩენილ ოჯახებს! - ენმ-ს შეთავაზება ხელისუფლებას

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 მარტი 2020

ერთიანი ნაიცონალური მოძრაობა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, იმ პირთა ოჯახებს, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს, კომუნალური გადასახადების ვაუჩერები გადასცეს.
აღნიშნულ თემაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც ათმიშნა, რომ ასეთი ოჯახებისთვის 4 თვის მანძილზე 100- ლარიანი ვაუჩერები უნდა გაიცეს:
“ათეულათასობით ადამიანმა დროებით დაკარგა სამუშაო. ხალხი დარჩა უმუშევარი, დაიკეტა უამრავი ობიექტი ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა მცირე ბიზნესი. ამიტომ საჭიროა, დაუყოვნებლივ მიღებულ იქნას ზომები, რომელიც მოკლევადიან პერიოდში მხარდაჭერას გამოუცხადებს მოსახლეოაბს და შეეშველება მას ამ მძიმე ვითარების დაძლევაში.ჩვენ გვქონდა ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა როგორც საგადასახადო, ასევე, სხვა საკითხებს. დღეს გამოვდივართ ერთი წინადადებით, რომელიც სასწრაფოდაა შესასრულებელი, რათა მოსახლეობამ ოდნავ მაინც შვება იგრძნოს. საჭიროა კომუნალური მხარდაჭრის პაკეტის შექმნა”, – ამბობს გოცირიძე.
ოპოზიციის ანტიკრიზისული გეგმმა ასე გამოიყურება:
კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგად უმუშევრად დარჩენილი პირების ოჯახებისთვის კომუნალური მხარდაჭერის პაკეტი (ვაუჩერი) თვეში 100 ლარის ოდენობით უნდა განისაზღვროს. მხარდაჭერა კი 4 თვის ვადით განხორციელდეს, ჯამში, უმუშევრად დარჩენილის ოჯახზე 400 ლარის ოდენობით;
✔ დახმარების პაკეტისთვის საჭირო თანხა 25 მილიონ ლარს შეადგენს, რომელიც 6 000 ოჯახზე უნდა გადანაწილდეს;
✔ აღნიშნული თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან ადგილობრივ ბიუჯეტებში უნდა გადაირიცხოს. უმუშევრად დარჩენილთა რაოდენობის დადგენა და მხარდაჭერის პროგრამის ადმინისტრირება ადგილობრივი თვითმართველობების მიერ უნდა განხორციელდეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია