გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგანგებო მდგომარეობა მედიას არ ეხება- პრემიერი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 მარტი 2020

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა არ ეხება მედიას. ასე უპასუხა გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კითხვას, საგანგებო ვითარების გამოცხადება როგორ აისახება მედიის მუშაობაზე.

„საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადებულია ქვეყნის მასშტაბით, არ ეხება მედიას. მედიის მიმართ ერთადერთი მოთხოვნა იქნება დავიცვათ პირადი უსაფრთხოება და ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე. სხვა შეზღუდვა მედიას არ ეხება", - აღნიშნა გახარიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია