შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

47 ინფიცირებული - საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი გაიზარდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 მარტი 2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი სამით გაიზარდა და 47 შეადგინა.

 

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე უკვე აისახა.

ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში სულ ახალი კორონავირუსის 47 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი.

კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში კი – 259.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და ის, აქამდე უცნობი კორონავირუსის შტამპით არის გამოწვეული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია