გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ივანიშვილი "ყოველდღე ხარჯავს ყურადღებას" რომ ქვეყანამ ნაკლები ზიანი მიიღოს — თალაკვაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 მარტი 2020

პარლამენტის თავმჯდომარისა და ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრის, არჩილ თალაკვაძის მტკიცებით, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ყოველღიურად "ყურადღებასა და ძალისხმევას ხარჯავს", რომ ქვეყანამ კორონავირუსთან ბრძოლისას ნაკლები ზიანი მიიღოს. მისი თქმით, ივანიშვილი ყოველდღიურ კავშირზეა თანამდებობის პირებთან, ვინც კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებებზე მუშაობენ.

თალაკვაძე ივანიშვილს გამოესარჩლა და უპასუხა მათ, ვინც ქართული ოცნების თავმჯდომარეს აკრიტიკებს იმის გამო, რომ კორონავირუსის საკითხზე არანაირი განცხადება არ გაუვრცელებია.

"ახლა არ არის ამის დრო, მაგრამ აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეთ იმ ადამიანებსაც, ვინც ასეთ სასოწარკვეთილ განცხადებებს აკეთებენ: სად არის ახლა ბიძინა ივანიშვილი. ეს ხალხი არიან პოლიტიკური ფარისევლები და ეს ზუსტად ის ხალხია, რომელიც რამდენიმე წლის წინ და ამ წლების განმავლობაში ამბოდნენ, რატომ არის ივანიშვილი ჩართული პოლიტიკაში და საუბრობდნენ ე.წ. არაფორმალურ მმართველობაზე", — განაცხადა თალაკვაძემ იმედის ეთერში და დაამატა, რომ ივანიშვილი ლეგიტიმურად მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესებში.

მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსი გავრცელდა, საზოგადოების ნაწილი და ოპოზოცია აკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილს დუმილის გამო. ამ დრომდე, მხოლოდ მის მფლობელობაში არსებული ქართუ ბანკი გამოეხმაურა მიმდინარე მოვლენებს, სადაც განაცხადეს, რომ "საჭიროების შემთხვევაში" მთავრობას დაეხმარებოდა.

on.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია