შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მარგველაშვილი ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 დეკემბერი 2018

ოპოზიციასთან დიალოგისკენ ხელისუფლებას ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი კიდევე რთხელ მოუწოდებს.

მეოთხე პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ამ დიალოგის მედიატორის ფუნქცია შეასრულოს. ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა:

„საქართველოს პრეზიდენტი არაერთხელ მისი პრეზიდენტობის ვადაში და კიდევ ერთხელ ახლა მისი პრეზიდენტობის ვადის მიწურულს გამოვიდა ინიციატივით, რომ შემდგარიყო დიალოგი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის. პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის ხაზს უსვამდა. ცხადია ეს იყო მისი ვალდებულება, ეს არის მისი ვალდებულება და თავადაც მზად იყო და მზად არის პოლიტიკურ და ინსტიტუციურ ჩართულობის მთელს ამ პროცესში,“-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია