შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისში დავით ღვინიანიძის ორგანიზებით საოპერო მუსიკის კონცერტი გაიმართა

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 თებერვალი 2020

ღირსების ორდენოსანი მუსიკოსისა და პედაგოგის ხსოვნის პატივსაცემად საოპერო მომღერალის დავით ღვინიანიძის ორგანიზებით ქუთაისში საოპერო მუსიკის კონცრტი გაიმართა.

ენი არსენიძისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც მესხიშვილის თეატრში  23 თებერვალს გაიმართა, მონაწილეობა მსოფლიო ვარსკვლავებმა მიიღეს. სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსულმა ქართველმა და უცხოელმა მომღერლებმა ოთხსაათიანი კონცერტი გამართეს.

ღონისძიებები წინა დღით ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ენი არსენიძის სახელობის კლასის გახსნით დაიწყო, სადაც მსოფლიოში ცნობილმა ტენორმა ვუ იანგმა და სასწავლებელში არსებულმა გუნდმა "ნაი-ნაიმ" სიმღერები შეასრულეს.

 ენი არსენიძე 15 წლის განმავლობაში აღნიშნული სასწავლებლის ხელმძღვანელი იყო. მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში. 

ამერიკაში მოღვაწე ბარიტონის და ფონდი "მსოფლიო ტალანტები" დამფუძნებლის დავით ღვინიანიძის განცხადებით, ღონისძიება მადლიერების გამოხატულებაა, როგორც უფროსი მეგობრის, ასევე მშობლიური ქალაქის მიმართ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია