გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ივანიშვილი სამეგრელოდან გიგანტური ხეების გადატანას არ ერიდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 მარტი 2020

კორონავირუსის გავრცელების ფონზე და შექმნილი რთული ვითრების მიუხედავად ბიძინა ივანიშვილი კვლავ განაგრძობს გიგანტური ხეების გადმოტანას სამეგრელოდან.

გადასატანად მზად არის 4 ჭადრის სახეობა, რომელიც სოფელ გურუფულიდან 1 კვირაში ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში იქნება გადატანილი.

ხობის გამგეობაში აცხადებენ, რომ ბიძინა ივნშვილმა, ოთხი ასწლოვანი ჭადრის სანაცვლოდ 150 მეტრიანი ჯებირის აგებაზე ვალდებულება აიღო.

სოფელში, გიგინატური ხეების გადასატანად, საჭირო გახდა გარკვეულ მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგება.

ბეტონის გზა კი ბიუჯეტის სახსრებით გაკეთდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია