შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილი ხელისუფლებიდან არჩევნების გზით წამსვლელი არ არის“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 დეკემბერი 2018

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრიაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს. ოქრუაშვილმა ამის შესახებ ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა“

„ეს არჩევანი ჩემთვის იყო ჭაობს, სიბნელესა და ცვლილების მოლოდინს შორის, ასე მივიღე მე გადაწყვეტილება და სხვანაირად არ შემეძლო, რომ დამენახა მე რაიმე სახის პოზიტივი, სხვა გადაწყვეტილებას მივიღებდი. ჩემთვის ეს არ ყოფილა არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია კარტოფილი. ჩვენ დღეს მივიღეთ პრეზიდენტი, რომელიც არის არჩეული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიერ, გარკვეული იდეების მატარებელი ადამაინების მიერ და ქურდების, ძველი ბიჭების, პრობაციონერების, ნარკომანების, იმ ადამიანების მიერ, რომელსაც ძალიან უჭირდათ და იძულებულნი იყვნენ კარტოფილი აეღოთ. სააკაშვილის ფაქტორი ასე ადვილად წასაშლელი არ არის, მეთოდებს დახვეწენ, არაფერი დათმობები არ იქნება. ივანიშვილი ხელისუფლებდიან არჩევნების გზით წამსვლელი არ არის“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია