გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვირუსმა შეგვახსენა თანასწორობა"- ბილ გეითსის წერილი კაცობრიობას

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 მარტი 2020

მულტიმილიარდერ ბილ გეითსს, რომელმაც 85 მილიონი ევრო გადარიცხა COVID-19-ის შესაჩერებლად, სჯერა, რომ არსებობს სულიერი მიზეზები, რომელიც ამ სიტუაციის უკან დგას.

წერილში, რომლის სათაურია „რას გვასწავლის კორონავირუსი?“ ბილ გეითსი წერს, რომ ვირუსმა შეგვახსენა თანასწორობა, რომ მიუხედავად კულტურისა, რელიგიისა, პროფესიისა, ფინანსური სიტუაციისა და ცნობადობისა, ჩვენ გავიხსენეთ, რომ ყველა თანაბარი ვართ და თუკი ამის არ გვჯერა, მაშინ ვკითხოთ ტომ ჰენკსს.

გარდა ამისა, მულტიმილიარდერი ამბობს, რომ ეპიდემიამ მიგვახვედრა ერთ მნიშვნელოვან რამეს − ყველა გადაჯაჭვულები ვართ და რაც ერთ ადამიანზე მოქმედებს, ასევე შეიძლება აისახოს სხვაზეც.

ბილ გეითსს უყურადღებოდ არ დაუტოვებია ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური თემა. იგი თავის წერილში წერს, რომ COVID-19-მა ჩვენი დროებითი შევიწროებით გაგვახსენა ადამიანები, რომლებიც მთელ ცხოვრებას ჩაგვრასა და შეზღუდვებში ატარებენ, ასევე გაგვახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობა, რომელსაც არაჯანსაღი კვებითა და დაბინძურებული წყლის სმით ვანადგურებთ. მიგვახვედრა, რამდენად მოკლეა ჩვენი ცხოვრება და რომ უნდა ვიზრუნოთ მათზე, ვინც ასაკოვანი და ავადმყოფია.

ეპიდემიამ თვალიც აგვიხილა, როცა გავიაზრეთ, რომ ერთადერთი, რაც გვჭირდება, საკვები, წყალი და მედიკამენტებია, და არა ფუფუნების საგნები, რომლებსაც ხშირად უმიზეზოდ ვანიჭებთ ღირებულებას. ვირუსმა გაგვახსენა დავიწყებული ოჯახი და ცხოვრება შინ − ის, რაც გვაკლდა. პანდემია გვაიძულებს დავბრუნდეთ სახლებში, თავიდან ავაშენოთ და გავაძლიეროთ ოჯახური კავშირები.

და რა არის ჩვენი ნამდვილი საქმე? ბილ გეითსის თქმით, COVID-19-მა შეგვახსენა, რომ ჩვენი ნამდვილი სამსახური ერთმანეთზე ზრუნვა და დაცვა, საკუთარი ეგოს გაკონტროლებაა. ვირუსმა მიგვახვედრა თავისუფალი ნების უსასრულო ძალაზე, რომ შეგვიძლია ორი გზა ავირჩიოთ: ერთი, რომელიც გაზიარებასა და დახმარებასთანაა დაკავშირებული, ხოლო მეორე, რომელსაც ეგოიზმამდე მივყავართ. ეპიდემიის დროს გავაანალიზეთ, რომ შეგვიძლია ვიყოთ მომთმენები ან ჩავცვივდეთ პანიკაში − გვაქვს უნარი, ან გავიაზროთ სიტუაცია, რომლის მსგავსი წარსულში მომხდარა და გაიარა, ან ჩავთვალოთ, რომ ეს სამყაროს აღსასრულია და შედეგად, უფრო მეტი ზიანი მივაყენოთ საკუთარ თავს.

Microsoft-ის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ეს მდგომარეობა გვიბიძგებს ვისწავლოთ შეცდომებზე, დავინახოთ, რომ დედამიწა ავადაა, იჩეხება ტყეები, ნადგურდება ბუნება − ავად ვართ, იმიტომ, რომ ჩვენი სახლი ავადაა.

დაბოლოს, ბილ გეითსი ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ ბევრს კორონავირუსი კატასტროფა ჰგონია, მე მირჩევნია ის დავინახო, როგორც *დიდი კორექტორი*. ვირუსი გამოგზავნილია, რათა ის მნიშვნელოვანი გაკვეთილები გაგვახსენოს, რომელიც დავივიწყეთ და ჩვენზეა დამოკიდებული, დავისწავლით თუ არა მათ ისევ“.

entrepreneur.com

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია