გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"თუ წაგებული მუშტების ქნევას დაიწყებს, ეს დემოკრატია არ იქნება, ეს იქნება ჩვეულებრივი ანარქია"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 დეკემბერი 2018

"პირველ რიგში უნდა გაერკვეს ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია, ჩვენ უნდა გვლანძღონ და "გაყიდული" ეძახონ მოსახლეობას, თუ წამოვიდნენ მოლაპარაკებაზე." - ასეთია მმართველი გუნდის წარმომადგენლის, აკაკი ზოიძის,პასუხი, აპირებს თუ არა მმართველი გუნდი გაერთიანებული ოპოზიციისშეთავაზების მიღებას, რომ დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან.

აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ამ დრომდე ნაციონალური მოძრაობა მოქმედებს ერთი პრინციპით - ან ხარ მათი მხარდამჭერი ან მტერი და იგივე გრძელდება ახლაც გაერთიანებაში.

აკაკი ზოიძე ამბობს, რომ აგრესიულ რიტორიკას ხელისუფლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, სიძულვილის ენით საუბრობს ოპოზიცია.

„მიუხედავად იმისა, რომ დასრულდა ძალადობის გარეშე არჩევნების დღე და ჰქონდა ჩვენს მოსახლეობას დემოკრატიულად თავის აზრის დაფიქსირების საშუალება, ამ პირობებშიც აგრძელებენ იგივე რიტორიკას. აქ მთავარი ახლა ერთი რამეა. ის 780 ათასიც ჩვენი მოქალაქეა და ის მილიონ ორასი ათასამდე ადამიანიც, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირა და გააკეთა პრინციპული არჩევანი. ყველა ამ მოქალაქეზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით, გაუგებარია, რას გულისხმობს მოლაპარაკებაში ოპოზიცია. აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საჭიროება არ არსებობს.

„თუ წაგებული ჩხუბის მერე მუშტების ქნევას დაიწყებს ნებისმიერი შემთხვევაში წაგებული მხარე და იტყვის, რომ არა, თავიდან გადავათამაშოთ თითოეული არჩევნები, ეს დემოკრატიული საზოგადოება  არ იქნებოდა, ეს იქნება ჩვეულებრივი ანარქია. შესაბამისად, რომ ყოფილიყო 1%-იანი, 2%-იანი განსხვავება, შეიძლება გვეფიქრა, რომ ლეგიტიმური არის მოთხოვნა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ისეთი განსხვავების შემთხვევაში, რაც ახლა მივიღეთ,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მისი თქმით, "ეს რომ რეალურად სდომებოდა ენმ-ს, ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში დაუჭერდა მხარს". აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ მსგავსი შეთავაზება არაერთხელ იქნა გაკეთებული ოპოზიციისთვის, თუმცა, მათ კონსტიტუციის შემუშავებაზეც კი თქვეს უარი.

მისივე თქმით, 2020 წლამდე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეს ქვეყანა იმ სისტემამდე,რომელიც სჭირდება დემოკრატიისთვის, მათ შორის ეს ეხება ბარიერის დაწევასაც. თუმცა, ასე ხელაღებით პროპორციულ სისტემაზე ქვეყანა ვერ გადავა-განაცხადა ზოიძემ გადაცემა- "არჩევანში" , " რუსთავი 2"-ის ეთერში.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია