გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქართული ოცნების" დეგრადაციის პროცესი მიდის ძალიან მაღალი ტემპით"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 დეკემბერი 2018

„ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, მოლაპარაკება არ იქნება,“ - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის შესაძლო დიალოგის გამართვას საარჩევნო სისტემის ცვლილებასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით.

გია ხუხაშვილი ოპოზიციის ერთიან მოთხოვნას ეხმაურება, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. ხუხაშვილის თქმით, ეს არის მთლიანად ოპოზიციის მოთხოვნა და არა ერთი კონკრეტული პარტიის.

„ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით არის სრულ იზოლაციაში. შესაბამისად, თუ კეთილგონიერად მოიქცევიან, მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება პრინციპით, ჩათრევას ჩაყოლა სჯობს, დასთანხმდნენ ამ ყველაფერზე,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

ხუხაშვილის შეფასებით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი არ იქნება. ხუხაშვილის თქმით, მოსახლეობა ახალ პოლიტიკურ პარტიას ეძებს და ერთი წელი არ არის საკმარისი, რომ რომელიმე ძალა მოძლიერდეს.

ხუხაშვილის თქმით, თუ ხელისუფლება ახლა ოპოზიციასთან დიალოგს არ დათანხმდება, მაშინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მათთვის მაინც წამგებიანი იქნება.

„ხელისუფლებას ეს დაუჯდება ისეთი მაღალი პოლიტიკური ფასი, რომ შეიძლება, საერთოდ სამეულს მიღმა დარჩეს იმიტომ, რომ ქართული ოცნების დეგრადაციის პროცესი მიდის ძალიან მაღალი ტემპით. ვაკვირდები ამ პროცესს და ვხედავ, რომ ფაქტობრივად, ამ არჩევნებზე ისინი ვა-ბანკზე წავიდნენ, ერთში 100 გადაიხადეს. სისტემური ცვლილებების პოტენციალი კიდევ არ ჩანს. აქ მთავარი ის კი არ არის, პოლიტიკურ პარტიებს მოელაპარაკებიან თუ არა, მთავარი ის არის, სახელმწიფოებრივ პრობლემებს წყვეტენ თუ არ წყვეტენ,“ - განაცხადა ხუხაშვილმა გადაცემა "არჩევანში", "რუსთავი 2" -ის პირდაპირ ეთერში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია