დღეს რედაქციას რამდენიმე მძღოლი დაუკავშირდა და გვთხოვა მიგვეწვდინა მთავრობისათვის ხმა რომ მოხდეს ავტომობილების ტექდათვალიერებების გადავადება და დროის ათვლის შეჩერება - ანუ არსებული ტექდათვალიერებების ვადის გახანგრძლივება:
"მივდივართ ტექდათვალიერების სერვისებში და გვიდგენენ ხარვეზს, სად გამოვასწოროთ, დახურულია პროფილაქტიკები, ავტომობილების მომსახურე სერვის ცენტრები არადა მანქანები აუცილებლად გვჭირდება განსაკუთრებით იმ სოფლების მაცხოვრებლებს სადაც სასურსათო მარაზიები არ ფუნქციონირებენ" - აცხადებენ მძღოლები.