საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-14 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ საიტზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. აქედან 13 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ხოლო 1 - საჩხერის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.
ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 81-ს შეადგენს.