კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „წითელი ჯვრის“ ლანჩხუთის, ჩოხატაურის ფილიალის წარმომადგენლებმა და მუნიციპალიტეტებში შექმნილმა მოხალისეთა ჯგუფმა, მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდეს. განსაკუთრებული ყურადღება „ლიბერთი ბანკის“ ტერიტორიაზე გამახვილდა. რადგან ამ ბანკის მომსახურებით ძირითადად რისკის ჯგუფის ადამიანები სარგებლობენ.
მოხალისეებმა მოქალქეებს საქართველოს პრემიერ მინისტრთან შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესახებ და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდეს, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი COVID – 19 გავრცელების რისკი.
"გურიის მხარე"