გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რა ეტყობა ქალაქს საგანგებო მდგომარეობის?"- ოზურგეთელები ქალაქში არსებულ ანტისანიტარიასა და ხალხმრავლობაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 მარტი 2020

დღეს, ოზურგეთის ცენტრში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღაზიიდან გამოსული მომხმარებლები, პოლიეთილენის ერთჯერად ხელთათმანებს, რომელსაც მარკეტის თანამშრომლები მათივე უსაფრთხოებისთვის ურიგებდნენ, იქვე მდგომი ურნის მაგივრად, მიმდებარე ტერიტორიაზე ყრიდნენ.

მართალია, მარკეტის მფლობელს და თანამშრომლებს , მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის ზრუნვა უნდოდათ, მაგრამ პირიქით, საზოგადოებაში საფუძვლიანი უკმაყოფილება გამოიწვია.

ერთ-ერთმა მოქალაქემ თავად აკრიფა ძირს მიმოფანტული ხელთათმანები და ურნაში მოათავსა.  

"გურიის მოამბეს" აღშფოთბულმა მოქალაქეებმა შეატყობინეს ეს ამბავი და გვითხრეს, რომ ქალაქს, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, უფრო მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს და კონტროლდებოდეს.

"გაიხედეთ რა ამბავია, რა ეტყობა ქალაქს საგანგებო მდგომარეობის,  დასეირნობს ხალხი ქუჩაში, ნაგვით აავსეს აქაურობა, მოგცა ხელთათმანი, გიცავს, გიფრთხილდება, აქვეა ურნა შეოჯახაშენებულო, ჩაყარე რეიზა ყრი ძირს? რომ გეუბნებიან დეეტიე სახლშიო, დეეტიე!!! წამლისთვის ვარ ქალაქში ჩამოსული , თორე რა გამომიყვანდა გარეთ."- გვიყვება აღშფოთებული მოქალაქე.

"ურნამდე ვერ მიუტანიათ ნაგავი, აი კორონამ სულ გააბდლა ეს ხალხი, დარბიენ გიჟებივით. ბაზარი მუშაობს და ამდენი ხალხი ირევა.რა ვიცი მგონი ოზურგეთში, მე მეშინია კორონასი მარტო. მეტი კონტროლია საჭირო."- გვეუბნება ოზურგეთის მკვიდრი ქალბატონი.

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია