შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თქვენ უარი სააკაშვილს კი არ, თქვენ მოქალაქეებს უთხარით - შეთავაზება ჯერ კიდევ ძალაშია- გრიგოლ ვაშაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 მარტი 2020

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძემ, მთავრობას მოუწოდებს, კარგად დაფიქრდნენ დაგანიხილონ წინადადება, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში დარჩენილი ჩვენი თანამოქალაქეების სამშობლოში სრულიად უფასოდ დაბრუნებას გულისხმობს.

როგორც ვაშაძე განმარტავს, ჯერ კიდევ არის დრო, გაკეთდეს ერთობლივი საქმე.

"24 საათი გავიდა, რაც ხელისუფლებამ კატეგორიული უარი თქვა მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებაზე სრულიად უფასოდ დაებრუნებინა ჩვენი თანამოქალაქეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან სამშობლოში. "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ.

მთავრობამ, ფაქტობრივად, გვითხრა, რომ 199 ევროიანი ბილეთი ჯობს უფასო ჩარტერულ რეისს. სინამდვილეში კი ამ ადამიანებს, რომლებიც შემოსავლისა და საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ თანხების გადახდის საშუალება არ აქვთ. თქვენ უარი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და მიხეილ სააკაშვილს კი არ უთხარით, თქვენ უარი თქვენ მოქალაქეებს უთხარით სამშობლოში დაბრუნებაზე. გახსოვდეთ, რომ არც ერთი არგუმენტი საზოგადოების მხრიდან მიღებული არ ექნება. ეს შეთავაზება ჯერ კიდევ ძალაშია. გამოიყენეთ. ეს იქნება ერთობლივად გაკეთებული საქმე", - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსმსახური ავრცელებს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია