შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბლოკ- პოსტები თელავში, ოთხ ლოკაციაზე, გომბორის, ყვარლის, გურჯაანისა და ახმეტის მიმართულებით განთავსდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 მარტი 2020

ბლოკ- პოსტები თელავში, ოთხ ლოკაციაზე, გომბორის, ყვარლის, გურჯაანისა და ახმეტის მიმართულებით განთავსდება.

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის, იარაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ბლოკ- პოსტების მშენებლობას ეროვნული გვარდიის, მე- 20 კადრირებული ბრიგადა დაიწყებს.

,,ბლოკ-პოსტები იქნება შუამთის მიმდებარე ტერიტორიაზე, გურჯაანის მხრიდან დაახლოებით წინანდლის ტერიტორიისკენ, ყვარელის მხრიდან მდინარე ალაზნის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე და ახმეტის მხრიდან სოფელ ვარდისუბნის ტერიტორიაზე.

სამხედრო ნაწილი უკვე მზადაა და დაიწყებს ბლოკ- პოსტების მშენებლობას. პოსტებზე სამხედრო ექიმები განთავსდებიან, რომლებიც შემსვლელ- გამსვლელს თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ. სხვა არანაირი შეზღუდვის დაწესებას , ეს პოსტები არ ემსახურება. კახეთში ეპიდ- სიტუაცია სტაბილურია, მაგრამ ეს ერთიანი ფილტრის ნაწილი იქნება- განაცხადა ქადაგიშვილმა.

თერმოსკრინინგის შედეგად, ბლოკ- პოსტზე გამოვლენილ საეჭვო შემთხვევებს, კახეთის სამ საავადმყოფოში გადაიყვანენ და შესაბამის ანალიზს ჩაუტარებენ.

შეგახსენებთ, პრემიერ- მინისტრთან შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბლოკ- პოსტები, მოქალაქეების თერმო- სკრინინგისათვის, თელავსა და ახლციხეშიც გაიხსნება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია