შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სახლში დარჩენის გარდა რას თავაზობს ხელისუფლება ხალხს?"- ბურჯანაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 მარტი 2020

,,ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის თქმით, მოსახლეობა დიდი ხანია ანტიკრიზისულ გეგმას ელოდება.
"ჩვენი მოსახლეობის 2/3 ისედაც შიმშილის ზღვარზე ცხოვრობდა, ახლა ამ ხალხს რას ვეუბნებით, რომ ოღონდ კორონა ვირუსი არ დაგემართოთ, მთავრობა კარანტინს ეფექტურად გამოაცხადებს, თქვენ კი სახლში დარჩით, არაფერი მოიმოქმედოთ და იშიმშილეთო?" - აცხადებს ბურჯანაძე.
მისი თმიქთ, როდესაც კომპანიები ხალხს აფრთხილებენ, თუ კომუნალურ გადასახადს არ გადაიხდით დენის და გაზის მიწოდებას შეგიწყვიტავთო, როგორ ეტყვი ამ ადამიანებს რომ არ იმუშაონ და სახლში დარჩენ.

,,რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩვენი მდგომარეობა, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სტრატეგიული ანტიკრიზისული გეგმა. იმ ადამიანს, რომელსაც ეუბნები, რომ კარანტინის დროს სახლში უნდა დარჩეს, მან აუცილებლად უნდა იცოდეს ორი დღის შემდეგ რა ელოდება, ადამიანებმა უნდა იცოდნენ როგორ ხედავს მთავრობა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ლარის კურსი მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადი იქნება და მთავრობა ამისთვის საჭირო ღონისძიებებს გაატარებს.

როდესაც კომპანიები ხალხს აფრთხილებენ, თუ კომუნალურ გადასახადს არ გადაიხდით დენის და გაზის მიწოდებას შეგიწყვიტავთო, როგორ ეტყვი ამ ადამიანებს რომ არ იმუშაონ და სახლში დარჩენ.

ვიმეორებ, მთავრობას შეუძლია და ვალდებულია კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. ყოველდღე ველოდებით ანტიკრიზისულ გეგმას, თუმცა ხელისუფლება ამაზე არაფერს ამბობს. შევახსენებ, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა როგორც კორონა ვირუსისგან დაიცვას საკუთსრი მოსახლეობა, ასევე დაიცვას ის შიმშილისაგან." - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია