გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვა კონკურენციას კლავს ბაზარზე- სააკაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 მარტი 2020

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მთავრობის მიერ ვალუტის გამცლელი პუნქტების დახურვას ეხმიანება და ამბობს რომ ეს საეჭვო ღონისძიებაა, რომელიც სავალუტო ბაზარზე კონკურენციას კლავს.

,,საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვის შესახებ ფრიად საეჭვო ღონისძიებაა, რომელიც მთლიანად კლავს კონკურენციას სავალუტო ბაზარზე და ხელებს უხსნის ბანკების მონოპოლიას ამ სეგმენტში. რაც უკიდურესად უარყოფითად აისახება განსაცდელში ჩავარდნილ მოქალაქეებზე”,- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, უნდა დაწესდეს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსებს შირის მინიმალურად დაბალი და ფიქსირებული მარჟა, რათა ბანკების მტაცებლური ინტერესები შეიზღუდოს.

,,ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ვალდებულნი არიან დააწესონ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსებს შირის მინიმალურად დაბალი და ფიქსირებული მარჟა, რათა დავიცვათ მოქალაქეთა ინტერესები და მთლიანად შევზღუდოთ ბანკების მტაცებლური სპეკულატიური ინტერესები. დღეს უნდა ვზრუნავდეთ მოქალაქეთა ინტერესების მაქსიმალურ დაცვაზე და არა ბანკების გამდიდრებაზე. ნუ მისცემთ ბანკებს იმის საშუალებას, რომ ამ უდიდესი განსაცდელის ჟამს მოქალაქეთა ხარჯზე იშივონ მილიონები. არ ეყოთ რაც ძარცვეს აქამდე? ეს უპატიებელი დანაშაული იქნება ქვეყნისა და ერის წინაშე”,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, დღეიდან მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა შეაჩერა. დაიკეტა ფინანსური სერვისის მიმწოდებელი სხვა სუბიექტებიც.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია