ნიდერლანდებში, Singer Laren-ის მუზეუმიდან ცნობილი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი მოიპარეს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, მუზეუმიდან ცნობილი მხატვრის ნახატი „ გაზაფხულის ბაღი“ კვირას მოიპარეს. მათივე ცნობით, ქურდებს ხელოვნების სხვა ნიმუშები არ წაუღიათ.
ნამუშევარი 1884 წელს არის შესრულებული და ერთადერთი იყო ვან გოგის კოლექციიდან, რომელიც Singer Laren-ის მუზეუმში ინახებოდა.