შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები თელავში საკონტროლო გამშვებ პუნქტებს აკონტროლებენ

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 აპრილი 2020

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მხარდამჭერმა ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ, მთავრობის მიერ ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინის გამოცხადებისთანავე, ქალაქ თელავში ოთხ შემსვლელ გზაზე საკონტროლო გამშვები პუნქტი მოაწყო.

ირაკლი ღარიბაშვილის უწყებაში განმარტავენ, რომ უკვე მეორე დღეა, რაც თავდაცვის ძალებისა და შსს-ს წარმომადგენლები, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოქალაქეების გადაადგილების მონიტორინგს და სკრინინგს ახორციელებენ.
“თითოეულ გამშვებ პუნქტზე გაშლილია საველე სამედიცინო კარავი. ადგილზე სამედიცინო სამხედრო პერსონალი მოქალაქეების პირველად თერმოსკრინინგს ახორციელებს. ასევე, მიმდინარეობს ავტომანქანებში მოქალაქეების რაოდენობისა და მათი განლაგების განსაზღვრა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადებასთან დაკავშირებით თერთმეტ ქალაქში შემავალ და გამომავალ გზებს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად აკონტროლებენ”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია