გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნებისმიერ ხელისუფლებას ასეთ დროს როგორც შექება, ასევე მათრახი სჭირდება"- ხუხაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 აპრილი 2020

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ჩვენ დამსახურებულად მივაგებთ პატივს ჩვენს სამედიცინო პერსონალს, რომელმაც კრიტიკულ მომენტში საუკეთესო თვისებები გამოავლინა, გავიდა ფრონტის წინა ხაზზე და იბრძვის ყოველი ჩვენთაგანის ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, როდესაც ჩვენ ვართ სახლში.
ვფიქრობ, რომ ასეთივე პატივი უნდა მივაგოთ მედიას, რომელიც ასევე ფრონტის წინა ხაზზე მუშაობს და გვაწვდის ინფორმაციას, რომელიც იბრძვის ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, როდესაც ჩვენ ვართ სახლში. მათ შორის კრიტიკულ მედიას, რომელიც ჩვენს მაგივრად სვამს ჩვენში დაბადებულ კითხვებს და აიძულებს ხელისუფლებას გაგვცეს ამ კითხვებზე პასუხები.
შეიძლება რაღაცაზე ვღიზიანდებით, ვუწუნებთ პროფესიონალიზმს, ვსაუბრობთ პოლიტიკურ ანგაჟირებულობაზე. მაგრამ, უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას ასეთ დროს როგორც შექება, ასევე მათრახი სჭირდება."- წერს ხუხაშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია