შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პიკურ სტადიას შეიძლება ველოდეთ აპრილის მეორე ნახევრიდან - ეკატერინე ტიკარაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 აპრილი 2020

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, აცხადებს, რომ კორონავირუსის პიკი ეიძლება აპრილის მეორე ნახევრიდან დაიწყოს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, იყო მოლოდინი, რომ დაახლოებით 10 აპრილამდე სიტუაცია იქნებოდა მზარდი, მაგრამ კონტორლირებადი.

„მივყვებით ჩვენს დადებულ გეგმას და სიტუაცია დღეს კონტროლირებადია, რადგან ამ 10 პაციენტიდან ძირითადი კონტაქტები ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან არის დადგენილი და მათი უმეტესობა არის უკვე ცნობილი კლასტერებიდან ან იმ საკარანტინო ზონებიდან, რომლებშიც არიან განთავსებული ჩვენი პაციენტები. ეს გვაძლევს საფუძველს, ჩვენ არ ჩავთვალოთ, რომ არის განგაშის ზარების შემოკვრის დრო ქვეყანაში, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენ არ გავამკაცროთ ღონისძიებები და არ დავსახოთ სტრატეგია, უკვე გართულებული შემთხვევების მართვისთვის და გაზრდილი შემთხვევების მართვისთვის. ჩვენ ვთვლით, რომ პიკურ სტადიას შეიძლება ველოდეთ აპრილის მორე ნახევრიდან იმის მიხედვით, თუ რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი, როგორც სახელმწიფო მხრიდან, ასევე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. აღსრულების ნაწილი იქნება დამოკიდებული ამაზე, თუ რამდენად ხანგრძლივი და რა რაოდენობა პაციენტები გვეყოლება აპრილის ბოლოს და მაისში, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პიკური პერიოდი და როგორ მოხდება მისი შეკავება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია