რუსთავის საკრებულოს წევრს და მის მამას კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ინფექცია დადასტურებული აქვს საკრებულოს წევრის დედასაც, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია. მას ბანკის კიდევ ექვს თანამშრომელთან ერთად კოვიდ 19 დღეს დილით დაუდგინდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 134-მდე გაიზარდა, მათგან 26 გამოჯანმრთელებულია.