შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამცხე–ჯავახეთში ცხელების ცენტრები გაიხსნა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 აპრილი 2020
სამცხე–ჯავახეთში ცხელების ცენტრები გაიხსნა მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 03.04.2020 რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში, ახალციხეში, ადიგენში, ბორჯომსა და ახალქალაქში ცხელების ცენტრები გაიხსნა. პაციენტებს, რომლებსაც Covid-19–ის სიმპტომები აღენიშნებათ, ბოქსირებულ პალატებში მოათავსებენ. ცხელების ცენტრებია გახსნილი ახალციხის, ადიგენის და ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტლებსა და ბორჯომის კლინიკაში.ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერი, რევაზ კუჭუხიძე აცხადებს, რომ ცხელებიანი პაციენტის მიღების შემდეგ, საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მას მოათავსებენ ბოქსირებულ პალატაში, შემდეგ კი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდებიან.„მივიღებთ ნებისმიერ ცხელებიან პაციენტს, ვისაც მოიყვანს 112. საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში, პაციენტი თავსდება ბოქსირებულ პალატაში, ვაცნობებთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, თუ პაციენტი იქნება იმ ჯგუფში, რომელსაც ტესტირება დასჭირდება. მოდის სპეციალური სამსახური და ვუკეთებთ ტესტს. დადასტურების შემთხვევაში პაციენტი გადაყვანილ იქნება შესაბამის კლინიკურ დაწესებულებაში, დადასტურებამდე რჩება ცხელების ცენტრში“, – განმარტავს რევაზ კუჭუხიძე.[რიმა სარუხანიან, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია