თერჯოლაში, კორონავირუსით ინფოცირებული მამაკაცის ოჯახის წევრები შინაურ ფრინველებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ყიდდნენ, ამიტომ ეპიდემიოლოგებს ახლა იმ პირთა წრის დადგენა უწევთ, რომლებმაც წიწილები დაავადებული მამაკაცის მამისგან შეიძინეს.
"მამაკაცი სოფლებში დადის და წიწილებს ყიდის, მეც ვიყიდე, მოიყვანა, ტოკი მივაწოდე შესაკვრელად.კი დავიბანე ხელები, დავისპირტე,მაგრამ ახლა გავიგე ეს ამბავი,შეშფოთებული ვარ, სულ არ ვიყიდდი ასე რომ მცოდნოდა."- ყვება ფორმულანიუსთან ერთერთი მყიდველი.