გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დახმარებას სთხოვს - ერთობლივი განცხადება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 აპრილი 2020

ოპოზიციური პარტიები ავრცელებენ მიმართვას, რომლის ადრესატებიც აშშ-ს მთავრობა, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, კანადის მთავრობა, ნორვეგიის მთავრობა, შვეიცარიის მთავრობა, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის განვითარების ბანკი, EBRD, ევროპის საინვესტიციო ბანკი, Development Bank, აზიის განვითარების ბანკი, JICA არიან.

ოპოზიციის გაცხადებაში, აღნიშნულია, რომ COVID-19-მა სქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა და ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს.

მიმართვაში, რომელსაც ხელს ოპოზიციური პარტიები აწერენ, აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის წინაშე დგას საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების გადაუდებებელი აუცილებლობა, სწორედ ამიტომ, მიუხედავად განსხვავაებებისა ოპოზიცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს მთავრობას, რომ მიიღოს ის დახმარება საერთაშორისო პარტნიორებისგან , რომელიც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას დაძლიოს მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისი.

"კორონავირუსმა, მსოფლიო და საქართველო, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა. ბევრი ადამიანის სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშეა. ამ გამოწვევის დასაძლევად საჭირო გახდა და გადაიდგა ნაბიჯები, რომლებმაც უმძიმესი დარტყმა მიაყენეს ეკონომიკას. ეს ვითარება შესაძლოა კიდევ დამძიმდეს.

მიღებული ზიანის მასშტაბი ჯერ კიდევ რთულად გათვლადია, თუმცა ცხადია, რომ ზიანი დიდი იქნება. ეკონომიკური კრიზისი, ასევე, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის მყიფე დემოკრატიას, რომელმაც მიმდინარე წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, მნიშვნელოვან გამოცდას უნდა გაუძლოს.

 

ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური განსხვავებები ხელისუფლებასთან, რომლისგანაც, მიუხედავად კრიზისისა, ველოდებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმის განხორციელებასა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში დღეს შექმნილ ვითარებას, განვიხილავთ, როგორც დემოკრატიის გაძლიერების, საერთო ეროვნული კრიზისის ფონზე, მრავალპარტიული თანამშრომლობის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთიანი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას.

 

კერძოდ, პოლიტიკურ ძალებს შორის, სრული კონსესუსი არსებობს იმაზე, რომ ჩვენი სტრატეგიული მეგობრებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, საქართველოს ეკონომიკას, მნიშვნელოვანი ზომის პირდაპირი ფინანსური ინექცია სჭირდება, რათა პანდემიის მიმდინარეობისას საქართველომ შეინარჩუნოს ეკონომიკური წონასწორობა, ხოლო პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკა გადავარჩინოთ.

 

საქართველოს მთავრობის წინაშე დგას საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების გადაუდებებელი აუცილებლობა და როგორი კრიტიკულებიც არ უნდა ვიყოთ მათ მიმართ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ მცდელობაში. ჩვენი ქვეყნის საერთო და სასიცოცხლო ინტერესია, მიიღოს ის საერთაშორისო დახმარება, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას, როგორც დღევანდელს, ასევე არჩევნების შემდგომ ქართველი ხალხის პოლიტიკური ნების შესაბამისად ფორმირებულ მთავრობას, მისცემს მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევის შესაძლებლობას" - აღნიშნულია განცხადებაში.

ხელმომწერი პარტიები და სამოქალაქო მოძრაობები:

 

1. გირჩი

2. ევროპული საქართველო

3. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

4. ახალი საქართველო

5. რესპუბლიკური პარტია

6. სამოქალაქო მოძრაობა

7. თავისუფალი საქართველო

8. ევროპელი-დემოკრატები

9. პარტია სამართლიანობისთვის

10. მოძრაობა ახალი საქართველოსთვის

11. გამარჯვებული საქართველოსთვის

12. კანონი და სამართალი

13. თავისუფალი დემოკრატები

14. საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება

15. დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო

16. ემსახურე საქართველოს

17. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის

18. საქართველო ლიდერთა შორის

19. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

20. მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის

21. ქრისტიან-კონსერვატიული პარტია

22. ლელო საქართველოსთვის

23. ნატო ჩხეიძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია