გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"თუ რეისის ორგანიზების თავი არ აქვთ თანხა ფონდში გადარიცხონ"- პრემიერი "ნაციონალებზე"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 აპრილი 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარია "ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზებას, რომ უცხოეთში მყოფი ქართველების დაბრუნებას უზრუნველყოფენ ჭორაობას უწოდებს,

მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ოპოზიოციას შეუძლია თანხა სპეციალურ ფონდში გადარიცხოს.

"სიტყვები არ მყოფნის უბრალოდ მარტივი საკითხია ჩვეულებრივი საფრენი რეისის გაკეთება ევროპის ერთი ქალაქიდან თბილისში. საერთოდ უმარტივესი პროცედურაა და ეს ხალხი ამ პოლიტიკური ჭორაობის გარდა, გამოდის, რომ რეისის ორგანიზების თავიც არ აქვთ და თავი თუ არ აქვთ, რეისის ორგანიზების თანხა გადარიცხონ ეგრე ფონდში და ჩვენ სისტემურად მივხედავთ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება", - აღნიშნა პრემიერმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია