შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოქრუაშვილი-უგულავა მატროსოვიდან გადაიყვანეს, ყოფილი მაღალჩინოსნების ციხე აღარ იარსებებს — წულუკიანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 აპრილი 2020

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, #9 დაწესებულებიდან ყველა მსჯავრდებული/ბრალდებული, მათ შორის, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი რუსთავში, ახალ ციხეში გადაიყვანეს. მისი თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნების ციხე საქართველოში აღარ იარსებებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, წულუკიანმა განმარტა, რომ ყოფილი საჯარო მოხელე, რომელი ჩინისა და რა რანგის მოხელეც არ უნდა იყოს, იქნება ერთი და იმავე დაწესებულებაში.

"მატროსოვის ციხე, მისი შენობა არის ძალიან მძველებული, მძმე მდგომარეობაშია. ჩვენ შარშან უკვე დავგეგმეთ ამ ციხის ლიკვიდაციის პროცესი. რუსთავში რეკოსნტუქცია ჩაუტარდა შესაბამის კორპუსს, რომელიც თანამედროვე სტანდარტისაა და შედარებაც არ შეიძლება მე-9 დაწესებულების. გუშინ 2 ეტაპად გადაიყვანეს ყველა მსჯავრდებული. ჩვენ ვფიქრობთ რომ მომავალში ეს დაწესებულება შეუერთდება მე-12 დაწესებულებას და საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება", — განაცხადა თეა წულუკიანმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია