სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამცხე–ჯავახეთში აგრარული ბაზრები მომხმარებლებისთვის ღიაა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 აპრილი 2020
სამცხე–ჯავახეთში აგრარული ბაზრები მომხმარებლებისთვის ღიაა მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 06.04.2020 4 და 5 აპრილს ახალციხის აგრარული ბაზარი სადეზინფექციო სამუშაოების გამო დაიკეტა, ამავე მიზეზით დაიკეტა ახალქალაქის ბაზარიც. ამ დროისთვის სამცხე–ჯავახეთში არსებული ბაზრები ღიაა. როგორც, ახალციხის გუბერნიაში აცხადებენ ახალციხის აგრარული ბაზარი დღეს დილიდან გაიხსნა, მაგრამ დაწესებული შეზღუდვებით მუშაობს. ბაზრის გარე ტერიტორიაზე აიკრძალა ვაჭრობა. „როგორც იცით შაბათ–კვირას ჰიგიენური სადეზინფექციო სამუშაობის გამო ახალციხის ბაზარი დაიკეტა, მას ჩაუტარდა სრული დეზინფექცია. დღეს დილიდან კი, გაიხსნა სხვადასხვა შეზღუდვებით. რას გულისხმობს შეზღუდვები: ავტომობილები შედიან პარკირებაზე შეზღუდვით და არ ჩერდებიან, რომ ხალხმრავლობა არ გამოიწვიოს, ასევე სრულად აიკრძალა გარევაჭრობა, ვაჭრობა მხოლოდ შენობაში ხდება, რაც შეეხება გარშემომყოფ მაღაზიებს, მომსახურება ხდება მხოლოდ გარედან,“ – აცხადებს სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი, გიორგი მიქელაძე.როგორც, მიქელაძე ამბობს დაწესებულია ბაზრის დახურულ სივრცეში სხვადასხვა შეზღუდვები და წესები, მისივე თქმით ბაზარი მუშაობს სუპერმარკეტის სტილში, აქვს ერთი შესასვლელი და ერთი გამოსასვლელი, რომელიც მკაცრად კონტროლდება, ხოლო წესების არდამორჩილება გამოიწვევს ბაზრის დაკეტვას. „ყველა გამყიდველს აქვს ხელთათმანი და პირბადე, იცავენ ჰიგიენურ ნორმებს და არიან გაფრთხილებულები მკაცრად, რომ ერთი მცირედი გადაცდომაც კი გამოიწვევს ბაზრის დაკეტვას. რაც შეეხება ბაზრის გახსნას, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე იქ მყოფი მოვაჭრეების ინტერესებიდან გამომდინარეც, რასაც მკაცრ კონტროლს უწევს ადგილობრივი თვითმმართველობა,“ – გვითხრა მიქელაძემ.კითხვაზე ისევ მოხდება, თუ არა მომდევნო შაბათ–კვირას ახალციხის ბაზრის დაკეტვა, მიქელაძემ განაცხადა, რომ ეს დამოკიდებულია სიტუაციაზე, თუ როგორ განვითრდება მოვლენები. „მომდევნო შაბათ–კვირას დაიკეტება, თუ არა ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, ზოგადად შაბათ–კვირას შეიძლება შედარებით შეიზღუდოს. გააჩნია სიტუაციას, შეიძლება ხვალვე დაიკეტოს თუ რაიმეს დაარღვევენ. თუ გაგრძელდება წესების დაცვით, იმ წესებით რაზეც შეთანხმება მოხდა, გააგრძელებს ფუნქციონირებას, თუ წესები დაირღვევა მოხდება ბაზრის დაკეტვა,“ – თქვა მიქელაძემ.რაც შეეხება ბორჯომისა და ახალქალაქის ბაზრებს, მიქელაძის თქმით მსგავსი პირობები მოქმედებს იქაც. „ბორჯომში და ახალქალაქში არის ძალიან მცირე ბაზარი და ხალხის ნაკადიც შედარებით მცირეა. აქაც მუნიციპალიტეტები მკაცრად აკონტროლებენ სიტუაციას. ხდება სისტემატური დეზინფექცია, ამ ეტაპზე არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს და იქაც ანალოგიურად, თუ რაიმე მცირედ დარღვევას ექნება ადგილი მკაცრად კონტროლდება და იქაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული დაკეტვაზე,“ – ამბობს გიორგი მიქელაძე.გასულ კვირას, 30 მარტს, ახალციხის ბაზარი 15 000 ლარით დაჯარიმდა, რადგან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგაც ხალხმრავლობა იყო.4 და 5 აპრლის ახალციხის ბაზარი სადეზინფექციო სამუშაოების გამო დაიკეტა.[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია