გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"თელავი სახელმწიფოებრიობის დასრულებასთან ასოცირდება“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 დეკემბერი 2018

„თელავი სიმბოლურად ქართული მონარქიის, ანუ სახელმწიფოებრიობის დასრულებასთან ასოცირდება", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის თელავში გამართვის საკითხს გამოეხმაურა.

ხუხაშვილის შეფასებით, ინაუგურაციის თელავში გამართვა საპრეზიდენტო ეპოქის დასასრულის ასოციაციებს იწვევს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებები მიიღება. თუ სიმბოლიკაზე ვსაუბრობთ, მაშინ ეს სიმბოლიკა უფრო ნეგატიურია, ვიდრე პოზიტიური. ეს ქალაქი სიმბოლურად ქართული მონარქიის ანუ სახელმწიფოებრიობის დასრულებასთან ასოცირდება. თელავი რა თქმა უნდა, ნამდვილად არის ერთ-ერთი კულტურული ცენტრი და ძალიან მიყვარს, მაგრამ სიმბოლიკა ძირითადად მაინც სევდიანი და ნეგატიური აქვს. თუ პატარა კახზე ვსაუბრობთ, მაშინ ასოციაციები ჩნდება რუსეთთან დადებულ ტრაქტატსა და იმპერიაში ინტეგრაციაზე", - ამბობს ხუხაშვილი "ინტერპრესნიუსთან"

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია