გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ასაკს მნიშვნელობა აღარ აქვს - ჯანმო-ს შეფასებით, კორონავირუსი ახალგაზრდებისათვისაც საშიშია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 აპრილი 2020

ახალი კორონავირუსი საშიში გახდა მოსახლეობის ყველა სეგმენტისთვის, არ აქვს მნიშვნელობა ასაკს. მათ შორის ვირუსი საშიშია სპორტსმენებისთვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებისთვისაც. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) სპიკერმა მარგარეტ ჰარისმა განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ექიმები ახალგაზრდა პაციენტების რიცხვის მატებაზე საუბრობენ. მათ შორის არიან სპორტსმენები და ის ადამიანები, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ. ხშირად მათ აქვთ სერიოზული სიმპტომები და ხშირ შემთხვევაში დაავადება ძალიან მძიმე ფორმებში გადადის.

ჰარისი აღნიშნავს, რომ ვირუსს მუტაცია არ განუცდია და ასეთი ცვლილება სხვა მიზეზით აიხსნება.

„უბრალოდ, ვირუსი იმდენად ფართოდ გავრცელდა, რომ ყველა დაუცველი გახდა," - თქვა მან.

მისი თქმით, ინფექციის ძირითადი სიმპტომებია 38 გრადუსზე მაღალი სიცხე და ცხელება. საინტერესოა, რომ ხშირად დაავადების პირველი ნიშნები ძირითადად ღამით ვლინდება. ამ დროს ადამიანს გონება ებინდება და ცხელდება ეწყება - ხან სიცივისგან კანკალებს და ხან სიცხისგან ოფლი ასხამს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია