სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘დემოკრატ ქალთა საზოგადოების’ ექიმები პერსონალური დაცვის საშუალებებით აღიჭურვნენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 აპრილი 2020
‘დემოკრატ ქალთა საზოგადოების’ ექიმები პერსონალური დაცვის საშუალებებით აღიჭურვნენ მთავარი → სიახლე, საზოგადოება 07.04.2020 ახალციხეში არსებულ გინეკოლოგიურ კლინიკას, რომელიც სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოების ბაზაზე ფუნქციონირებს, მუშაობა არ შეუწყვეტია. მისი ექიმების პერსონალური სამედიცინო აღჭურვა ამერიკული ჯარის ჰუმანიტარული მისიისა და Spirit of America-ს ფინანსური ხელშეწყობით მოხდა. გინეკოლოგიური კლინიკაში სკრინინგ პროგრამის ფარგლებში, ქალებს სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ. მისი თავმჯდომარის, მარინა მოდებაძის განმარტებით, პანდემიის პირობებში, მოქალაქეთა მიმართვიანობამ იმატა, შესაბამისად, ადმინისტრაცია ცდილობს პაცინეტებისა და მედ-პერსონალისთვის უსაფრთხო გარემო შექმნას: „ეს არის ჩვენი თანამშრომლობა ამერიკული ჯარის ჰუმანიტარულ მისიასთან. გაგვიწიეს დახმარება და შევიძინეთ, ხალათები, ქუდები, ხელთათმნები, ბახილები, სათვალეები, პირბადეები, სანიტარული და სადეზინფექციო საშუალებები“, - ამბობს მარინა მოდებაძე.მისივე თქმით, კლინიკაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოებიც, დამუშავდა სხვადსხვა სახის ქლორისშემცველი ხსნარით მყარი ზედაპირები, იატაკი, ინსტრუმენტები...ორგანიზაციის ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს მომართვიანობის გაზრდაზეც. მისი თქმით, ბოლო პერიოდში დაახლოებით 20%-ით გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ქრონიკური დაავადებები აქვთ. მათ კითხვები ძირითადად კორონავირუსისგან თავდაცვის შესახებ აქვთ: „შეიძლება ადამიანს არ მოეწონოს სუნთქვა, ჰქონდეს თავის, ბეჭების, სახსრების ტკივილი, ყელის წვა. მოდიან და აინტერესებთ ვირუსი ხომ არ ექნებათ. გარდა ამისა, ვცდილობთ, ინფორმაცია გავავრცელოთ ჩვენი ვებ-გვერდის საშულებითაც. გვყავს ჩვენი პაციენტებიც, რომლებსაც შეიძლება ერთ თვიანი კურსი აქვთ დანიშნული და ამის შემდეგ უნდა მოვიდნენ ჩვენთან, მაგრამ ახლა მოდიან. მაგალითად, როცა აქვთ ძუძუს კიბო, კისტა, მიომა, საშვილოსნოს ამპუტაცია, საკვერცხის კისტა, გვეკითხებიან ეს დაავადება რომ მაქვს, რა უნდა ვქნა და თავი როგორ უნდა დავიცვაო, უამრავი შეკითხვა აქვთ“. იმის გამო, რომ პაციენტების უსაფრთხოება დაეცვათ, ცენტრის ფსიქოლოგმა მუშაობა ონლაინ დაიწყო: „სამზე მეტი ადამიანის ყოფნა არ შეიძლება ოფისში და მომართვიანობა იმდენად დიდი იყო, რომ ფაქტობრივად ამას ვერ გავუმკლავდებოდით ჩვენ. როცა ადამიანი მოდის და ფსიქოლოფგიური პრობლემა აქვს, იმას ვერ ეტყვი, რომ გარეთ რიგში დადგეს, ამიტომ დისკომპორტი რომ არ იყოს, დავიწყეთ ონლაინ კონსულტაციები".ამერიკის სამხედრო ჰუმანიტარული პროგრამა "ამერიკის სული", იგივე Spirit of America სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოებასთან 2018 წლიდან თანამშრომლობს. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია