შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"კორონას შიშით ხალხი შიმშილით დაგვეღუპება"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 აპრილი 2020

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა აგრარული ბაზრების დახურვას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:

„აგრარული ბაზრობების დახურვით 50 ათასამდე ადამიანი დარჩა უმუშევარი, შემოსავლის გარეშე. საზოგადოების ეს ფენა არის სოციალურად ყველაზე მეტად დაუცველი და მოწყვლადი.
მათთვის ბაზარში საქმიანობა ყოველდღიური სარჩო-საბადებელის მოპოვების საშუალებაა.
რეგიონებში აგრარული ბაზრობის დახურვა უფრო სავალალო შედეგს გამოიღებს, რადგანაც გლეხებს წაერთმევათ საშუალება, გაყიდონ ან იყიდონ პროდუქტი, შინაური ცხოველი ან ფრინველი, ასევე, სხვა ნაწარმი.
თუ ეს ეპიდემიასთან ბრძოლისათვის აუცილებელი ღონისძიება იყო, კეთილი, ინებოს ხელისუფლებამ და თითეულ ოჯახზე დაარიგოს 1000 ლარი.
კორონას შიშით ხალხი შიმშილით დაგვეღუპება.“

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია