შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"უკვე შემოვიდა 10 000 ტესტი, გზაშია 18 000, საერთო ჯამში 84 000 იქნება"- ტიკარაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 აპრილი 2020

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ახალი კორონავირუსის დიაგნოსტირების ტესტებზეც ისაუბრა. 

ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში 2 000 "ოქროს სტანდარტის" PCR-ტესტია და ქვეყანაში უკვე შემოვიდა დამატებით 10 000 ასეთი ტესტი. მინისტრის თქმით, გზაში კიდევ 18 000 PCR-ტესტია და საერთო შეკვეთის რაოდენობა 84 000-ია. 

"გარდა ამისა, სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით ანტისხეულების ტესტი უკვე ადგილზე გვაქვს 4 000 და გზაშია 20 000. საერთო რაოდენობას ამ ეტაპზე გაფორმებული ხელშეკრულებებით, ჩვენ 24 000-ს ველოდებით,"- ამბობს ტიკარაძე. 

რაც შეეხება იმ სწრაფ ტესტებს, რომლებსაც მინისტრის თქმით, მოქალაქეები ასე ძალიან ელოდებიან და რომლებსაც მისივე განმარტებით, საკმაოდ ფრთხილი გამოყენება სჭირდება და, აქედან გამომდინარე, მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში გამოიყენებენ ამ ტესტებს, მათი რაოდენობა ამ ეტაპზე 2 000 და კიდევ 58 000 არის გზაში. 

"საერთო შეკვეთების რაოდენობა, მას შემდეგ, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან იქნება დადასტურებული მათი ტესტების უსაფრთხო და მაღალი სანდოობის გამოყენების სტანდარტი, ჩვენ გვაქვს გეგმაში, რომ დამატებით ეს 200 000 შემოვიტანოთ ქვეყანაში,"- თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ტესტების მარაგის შესახებ 7 აპრილს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემაც, ისაუბრა. როგორც გამყრელიძემ განმარტა, ტესტები ძირითადად სამი ჯგუფისაა - ოქროს სტანდარტის PCR ტექნოლოგიებზე, მოლეკულურზე დამყარებული; სწრაფი ტესტები, რომლებიც ანტიგენისა და ანტისხეულების აღმოჩენაზეა დამყარებული; და სეროლოგიური ტესტი. 

NCDC-ის ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპისთვის საქართველოში უმეტესად PCR-ტექნოლოგიებს იყენებენ და სწორედ ამ ტესტების მარაგს ელოდებიან მაისის შუა რიცხვებისთვის. 

"PCR-ის მარაგები ივსება, ჩვენი გათვლებით, ამ კვირაში სადღაც 20 000 ტესტი დაგვემატება, მაისის შუა რიცხვებამდე ჩვენ, დაახლოებით, კონტრაქტები გაფორმებული გვაქვს 60 000 ტესტზე და ასე თანდათანობით. ჯერჯერობით ქვეყანაში PCR ტესტების დეფიციტი არ შექმნილა,"- ამბობს გამყრელიძე. 

რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, გამყრელიძის თქმით, საქართველომ ჩინეთისგან მიიღო 2 000 ტესტი, რომელიც საათნახევარში იძლევა პასუხს. 

როგორც გამყრელიძე ამბობს, ამ მარაგის გარდა, საქართველოს უკვე აქვს გაკეთებული მოთხოვნა სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით. კერძოდ, ამირან გამყრელიძის, თქმით, ერთერთმა წამყვანმა კომპანია "ცეფეიდიმ", რომელთანაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამ დრომდე C ჰეპატიტზე და ტუბერკულოზზე მუშაობდა, რამდენიმე დღის წინ დაიწყო ე.წ 45-წუთიანი კარტრიჯებზე დამყარებული PCR-ტექნოლოგიის წარმოება დაიწყო, რომელთა მანქანებიც, ჯინ-ექსპერტები საქართველოში უკვე გვაქვს და მათ ტუბერკოლოზისა და C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისთვის იყენებენ. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია