შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ირაკლი ქადაგიშვილი – საგანგებო რეჟიმის პირობებში კახეთში არსებული ვითარება სტაბილურია

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 აპრილი 2020

კახეთში საგანგებო რეჟიმის პირობებში არსებული ვითარება სტაბილურია, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.

ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამბულატორიების, ე.წ. ცხელების ცენტრების, სოფლისა და ოჯახის ექიმების გამართული მუშაობა.

,, სოფლის ექიმები, ოჯახის ექიმები არიან პირველ ხაზზე, მათი გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანია. მოსახლეობის ექიმთან მიმართვიანობა და სწორი გეზის მიცემაარის ყველაზე უფრო მთავარი. მოსახლეობას მოვუწოდებ, როდესაც უნდათ ოჯახის ან სოფლის ექიმთან მიმართვა, წიანასწარ დაურეკონ ტელეფონზე, რათა მან შეძლოს ნაკადების სწორად მართვა და სწორი კონსულტაცია გაწევა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კახეთთან დამაკავშირებელ სამ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე – ახმეტა-თიანეთის საავტომობილო გზაზე და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმთან და სოფელ სასადილოსთან ინტენსიურად მიმდინარეობს მოქალაქეების თერმოსკრინიგი და მოწმდება ავტომობილებში მგზავრთა რაოდენობა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია