გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად 183 მლნ ევროს გამოუყოფს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 აპრილი 2020

ევროკავშირი საქართველოს ახალი კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად 183 მილიონი ევროს მოცულობის თანხას გამოუყოფს.

ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის დირექტორი ლოურენს მერედითი „ტვიტერზე“ წერს და შესაბამის ცხრილს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ევროკავშირი 80 მილიონ ევროს დაუყოვნებლივი საჭიროებებისთვის, ხოლო 883 მილიონ ევროს, მოკლევადიანი მხარდაჭერისთვის გამოყოფს. აღნიშნული თანხიდან 183 მილიონ ევროს საქართველო მიიღებს.

ასევე დახმარებას მიიღებენ ქვეყნები: სომხეთი - 92 მილიონი ევრო, აზერბაიჯანი -14 მილიონი ევრო, ბელარუსი - 60 მილიონი ევრო, მოლდოვა - 87 მილიონი ევრო, უკრაინა - 190 მილიონი ევრო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია