კითხვაზე, სად არის ბიძინა? პასუხი მარტივია - საქმეს აკეთებს, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია „ქართუ ბანკის" მიერ Stopcov-ის ფონდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვას.
როგორც ქანთარია წერს, ბიძინა ივანიშვილის ქვეყნის სადარაჯოზე დგას.
„ის ამჯერადაც, ამ ძნელბედობის ჟამს, უპრეცენდენტო ქველმოქმედებით შეეწია ჩვენი ქვეყნის საყოველთაო გაჭირვებას. მავანთა კითხვაზე - სად არის ბიძინა? პასუხი მარტივია: საქმეს აკეთებს, საქმეს და შენ და ქვეყანას ეხმარება", - წერს ქანთარია.