შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომში ძაღლი მეთორმეტე სართულიდან გადმოაგდეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 აპრილი 2020
ბორჯომში ძაღლი მეთორმეტე სართულიდან გადმოაგდეს მთავარი → სიახლე, შემთხვევა 08.04.2020 ქალაქ ბორჯომში კაცმა ძაღლი მე-12 სართულიდან გადააგდო. საქმეზე დაწყებულია ძიება. დაშავებული ძაღლი თბილისში, ვეტერინალურ კლინიკაში გადაიყვანეს. შინაურმა ცხოველმა დაზიანებები მიიღო, თუმცა როგორც გვითხრეს, გადმოგდებისას ნაძვებში გაიხლართა რამაც გადაარჩინა.ძაღლის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თამუნა ლალიაშვილმა გაავრცელა."თბილისში, კლინიკა აიბოში ჩაუტარდა კვლევა, რენდგენოგრაფია და ეხოსკოპიური კვლევა, ექვსივე ლეკვი მკვდარია მუცელში, ელენთა დაზიანებულია, მრავალი სისხლჩაქცევები მუცელში და გემატომები, ასევე მარჯვენა მენჯ–ბარძაყის მოტეხილობა, ხვალ 2 საათზე ჩატარდება ურთულესი ოპერაცია, ძალიან მებრძოლი ცუგა აღმოჩნდა და ამიტომ მჯერა რომ გამოკეთდება", – წერს ლალიაშვილი.„სამხრეთის კარიბჭეს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 259 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია.ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.პირი, რომელმაც ძაღლი მრავალსართულიანი კორპუსიდან გადააგდო, პოლიციამ უკვე დაკითხა.[მარიამ ბარძიმაძე, ბორჯომი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია