სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომის ერთ–ერთ სკოლაში მეცხრე კლასელი ბიჭის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დისციპლინურმა კომიტეტმა ინგლისურის მასწავლებელს სასტიკი საყვედური გამოუცხადა.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 დეკემბერი 2018
აღნიშნულ საკითხზე საჯარო სკოლის დიციპლინურმა კომიტეტმა დღეს, ექვს დეკემბერს იმსჯელა.„ვიმსჯელეთ და მასწავლებელს მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის სასტიკი საყვედური გამოვუცხადეთ პირდ საქმეში შეტანით“, – ამბობს საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე. საქმე 21 ოქტომბრის ექსკურსიის დროს დაწყებულ დაპირისპირებას ეხება. ამ დღეს მეცხრე კლასელი ბიჭის შშმ მშობელი მცხეთაში ექსკურსიის მონაწილეებს ჩამორჩა. ბიჭის დედამ და ბებიამ ამის გამო მასწავლებლებს უსაყვედურეს. მოსწავლის ოჯახზე განაწყენებულმა ინგლისურის მასწავლებელმა კი მოსწავლეს კლასელებთან ერთად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მასწავლებელს, რომელსაც სასტიკი საყვედური გამოეცხადა, დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებას არ აპროტესტებს: „სკოლის მხრიდან ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იყო, რადგან კომიტეტის წევრებმა იხელმძღვანელეს სკოლაში შესული საჩივრების მიხედვით“. ამ საქმესთან დაკავშირებით, სკოლის დისციპლინურ კომიტეტში საჩივარი შშმ მშობელმა შეიტანა. იგი შვილის შეურაცხყოფისთვის ინგლისურის მასწავლებლის სკოლიდან გათავისუფლებას ითხოვდა. მან ექსკურსიის შემდეგ კომიტეტში კიდევ ერთი საჩივარი შეიტანა, რომლის მიხედვითაც სკოლაში ორი მასწავლებლისთვის დისციპლინური სახდელის დადებას ითხოვდა. დღესვე იმსჯელა ამავე განცხადების შესახებაც კომიტეტმა, თუმცა არ დააკმაყოფილა: „ამ მასწავლებლების მხრიდან დისციპლინური გადაცდომა არ გამოიკვეთა“, – ამბობს სკოლის დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია