შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ეს არის დიდსულოვანი, მამულიშვილური საქციელი"- თალაკვაძის მადლობა ივანიშვილს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 აპრილი 2020

ეს არის დიდსულოვანი, მამულიშვილური საქციელი და მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რომ ასეთ რთულ დროს ჩვენს ქვეყანას და თანამოქალაქეებს, ათასობით ოჯახს ასეთი მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100 მილიონი ლარის გადარიცხვას არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ ასმილიონიანი ქველმოქმედებით, ბიძინა ივანიშვილი ეხმარება ქვეყანას და ათასობით ოჯახს, რომელიც კორონავირუსის გამო სირთულეების წინაშე აღმოჩნდა და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის თავის ქვეყანას და ხალხს ეხმარება.
„ის წლების განმავლობაში ეხმარებოდა თავის ხალხს და ქვეყანას – მისი ქველმოქმედება სამ მილიარდს აღემატება. როდესაც ეს ფონდი შეიქმნა, უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ბიძინა ივანიშვილი მასში შენატანს აუცილებლად გააკეთებდა. როგორც ხედავთ, ასეც მოხდა. როგორც წლების განმავლობაში, ის ყოველგვარი აფიშირების და რეკლამის გარეშე აკეთებდა სიკეთეს და ქველმოქმედებას, ასე მოიქცა დღესაც და 100 მილიონი ისე გადარიცხა ფონდში, მთელი 24 საათის თუ ორი დღის განმავლობაშიც, საზოგადოებამ და მედიამ ამის შესახებ ვერ გაიგო. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ფილანტროპია, ქველმოქმედება, თავის ხალხთან და თავის ქვეყანასთან დგომა, მით უმეტეს, გასაჭირში, ეს არის მისი ღირებულებითი სისტემის ნაწილი, რასაც ის ბუნებრივად და გულწრფელად აკეთებს.“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ ფონდში გადარიცხული თანხა კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ოჯახების, ეკონომიკის და ჯანდაცვის მხარდაჭერას მოხმარდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია