შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მერია თანახმაა - გორში ახალი სუპერმარკეტი ხეების ადგილზე აშენდება

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 დეკემბერი 2018
გორის მერია კომბინატის დასახლებაში მიწის ფართს სუპერმარკეტის მშენებლობისთვის აქირავებს. ამის შესახებ გუშინ საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გორის მერიიდან გადაგზავნილი განცხადება მიიღეს. გორის მერია თანახმაა, რომ მშვიდობის გამზირზე, იქ სადაც ნარგავები დგას, კომერციული ფართი აშენდეს. მერიის მტკიცებით, ყოველ მოჭრილ ხეზე დაირგვება სამი ცალი ვერცხლის ნაძვი. ,,განმცხადებელი ასევე აღნიშნავს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, განახორციელებს 100 000 (ასიათასი) ლარის ინვესტიციას, დაასაქმებს მინიმუმ 15 პირს." - აღნიშნულია მერიის იურიდიული სამსახურის მიერ შედგენილ მოხსენებით ბარათში. ამავე დოკუმენტის მიხედვით, 437 კვ.მ ფართი მოქალაქე პაატა მიქავას გადაეცემა 30 წლის ვადით. საწყისი წლიური აღნაგობის საზღაური განისაზღვრა 1 800 (ერთი ათას რვაასი) ლარის ოდენობით. საწყისი თვიური აღნაგობის საზღაური კი - 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. ,,არ მინდოდა ცენტრში კომერციული ფართის გაკეთება. ყველაფერი ცენტრშია თავმოყრილი და მინდა, რომ ასეთი ობიექტი ამ უბანში გავაკეთო. ეს იქნება სუპერმარკეტი, სადაც შერეული პროდუქცია გაიყიდება" - აცხადებს პაატა მიქავა. ის, როგორც ინდმეწარმე, დარეგისტირებულია სოფელ პატარა გარეჯვარში.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია